Thumbnail

დიდი დაბრუნება? კონორმა თარიღი დაასახელა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 14 დეკემბერი, დუბლინი!
  • კონორმა დაბრუნების თარიღი დაასახელა?

UFC-ის ყოფილი 2 გზის ჩემპიონი - კონორ მაკგრეგორი მარტში MMA-დან წავიდა, თუმცა დღეს ირლანდიელმა ახალი პოსტი, ახალი თარიღით გამოაქვეყნა.

"14 დეკემბერი, დუბლინი..." - წერს მაკგრეგორი, რომელმაც ბოლო ბრძოლა გასული წლის ოქტომბერში - ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარა და ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

კონორს სახლში 2015 წლის შემდეგ არ უჩხუბია, BBC-ის ინფორმაციით ბრძოლა ან კორკ პარკზე, ან არენა 3-ზე გიმართება, რადგან ავივა სტედიუმი დუბლინში ამ თარიღისთვის უკვე დაკავებულია.

მაკგრეგორს თითქმის ერთი წელია არ უჩხუბია, მანამდე კი თითქმის 3 წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ოქტაგონს - ასეთი დიდი წყვეტა კი მისთვის ხაბიბთან ბრძოლისას ცუდად დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები