Thumbnail
  • არსენალი ზედიზედ 3 თამაშია, ვერ იგებს
  • სოკრატისმა ფანებს ტვიტერზე მოუბოდიშა

15 სექტემბერს, ლონდინის არსენალი სტუმრად უოტფორდს დაუპირისპირდა. თამაში ‘მეთოფეთა’ სასარგებლოდ მიმდინარეობდა და ლონდონურმა კლუბმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო (2:0).

შეხვედრის 53-ე წუთზე არსენალის ბერძენმა მცველმა სოკრატისმა შეცდომა დაუშვა. 31 წლის ფეხბურთელს ბურთი მეკარე ბერნდ ლენომ დაუგორა, თავად ბერძენმა კი პასის გაკეთება უახლოეს თანაგუნდელთან სცადა, თუმცა ბურთი იქვე მდგომ დეულოფეუს მოარტყა, რომელმაც თანაგუნდელს გაატანინა. დაშვებული შეცდომის გამო ბერძენი მწვავედ გააკრიტიკეს. მან კი საპასუხოდ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.

“დღევანდელი შედეგი ჩვენთვის კარგი არ არის. შედეგის გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ამიტომ ბოდიშს ვუხდი ყველა თქვენგანს. გავაგრძელებ შრომას, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს,” - დაპოსტა სოკრატისმა.

საბოლოოდ არსენალმა შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა. უნაი ემერის გაწვრთნილი გუნდი ზედიზედ 3 თამაშია ვერ იგებს (2 ფრე, 1 მარცხი). ლონდონურმა კლუბმა 5 ტურის შემდეგ 8 ქულა დააგროვა და იგი ამ შედეგით მე-7 პოზიციაზეა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მე-3 ადგილზე მყოფ თანაქალაქელ ტოტენჰემსაც ზუსტად იმავე რაოდენობის ქულები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები