Thumbnail
  • ქართველი ფორვარდის ქონიასპორმა პირველი გამარჯვება იზეიმა
  • შენგელია თურქეთში თბილისის დინამოდან გადაბარგდა

23 წლის ქართველმა ფორვარდმა ლევან შენგელიამ ქონიასპორის  მაისურით თურქულ სუპერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ახალ გუნდს პირველი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ქონიასპორმა გასვლით მატჩში დენიზლისფორს 1:0 სძლია და 4 ტურის თავზე დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

შენგელია სათადარიგო იყო და მატჩში 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები უკვე წინ იყვნენ.

ლევან შენგელიამ (19) გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად იზეიმა

ქონიასპორი 6 ქულით მე-9 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 სექტემბერს ისევ სტუმრად გიოზთეფესთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ სეზონი თბილისის დინამოში დაიწყო, თურქულ სუპერლიგას კი სექტემბრის დასაწყისში მიაშურა.

კომენტარები

ბოლო ამბები