Thumbnail

კაკაბაძის პირველი გოლი შვეიცარიაში - ქართველმა თასზე გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვოლენი 0:4 ლუცერნი
  • ოთარ კაკაბაძის პირველი გოლი შვეიცარიაში

შვეიცარიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ოთარ კაკაბაძის ლუცერნი ვოლენს ესტუმრა და მატჩი 4:0 მოიგო. ქართველმა მცველმა ლუცერნში პირველი გოლი გაიტანა. ოთარმა თავი შეხვედრის 54-ე წუთზე გამოიჩინა.

ლუცერნი კაკაბაძის გოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც მარგიოტამ, შიურპფმა და მალესმა ვოლენს კიდევ სამი გოლი გაუტანეს. ლუცერნი თასის მერვედფინალში გავიდა. კაკაბაძის გუნდი შარშან თასის ნახევარფინალიდან გამოვარდა. ქართველის გუნდი თუნთან 0:1 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები