Thumbnail

ოქროს მედალი თურქეთიდან – შანავას 8.0 ქულა 9 ტურში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოჭადრაკემ ერთადერთი პარტია წააგო
  • შანავამ მდევრებს ქულით გაუსწრო

კონსტანტინე შანავას (2500) დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ ენეზში გამართული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც 111 მონაწილე ჰყავდა.

ქართველმა მოჭადრაკემ 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და უახლოედ მდევრებს ქულით გაუსწრო. დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მეორე ადგილზე თურქი ბურაკ ფირატი (2470) გავიდა, მესამეზე კი – აზერბაიჯანელი მისრადინ ისკანდაროვი (2505).

ცნობისთვის, ენეზში გამართულ ტურნირზე პირველი განთესვა სწორედ აზერბაიჯანელს გააჩნდა, შანავა კი რეიტინგით მე-2 გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები