Thumbnail

ხარაიშვილის დუბლი შვედეთში - გიორგის მშვენიერი სერია გიოტებორგში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიოტებორგის ქართველი ნახევარმცველი შვედეთის ჩემპიონატში დუბლით გამოირჩა
  • 23 წლის ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ბოლოს სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა
  • გიოტებორგი ჰამარბისთან დიდი ანგარიშით დამარცხდა 

გიოტებორგში მოთამაშე გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატში დუბლით გამოირჩა. 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავი 23-ე ტურის შეხვედრაში, სტუმრად ჰამარბისთან გამოიჩინა, თუმცა მისი გუნდი საბოლოოდ ანგარიშით 2:6 განადგურდა.

გიორგიმ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გატანილი გოლებით კი მე-19 და 57-ე წუთებზე გამოირჩა. მეორე ჯერზე ხარაიშვილმა მასპინძელთა კარში ბრწყონვალე საჯარიმო დარტყმით შეაგდო, მანამდე კი მეკარესთან პირისპირ გასულმა ისარგებლა. ქართველმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

გიორგი ხარაიშვილის ანგარიშზე ამ დროისთვის შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში გატანილი 7 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გატანა გიოტერბორგის ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა.

რაც შეეხება გიოტებორგს, გუნდს 23 მატჩში 11 მოგება, 8 ფრე და 4 მარცხი აქვს და 41 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ხარაიშვილის გუნდი 21 სექტემბერს, შინ სირიუსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები