Thumbnail

ლაშა გობაძე მსოფლიოს ჩემპიონია! მე-2 ოქრო საქართველოს ნაკრებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა გობაძემ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა
  • საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს უკვე 2 ოქრო აქვთ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძემ (82 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს აჯობა და საქართველოს ტურნირზე მეორე ოქრო მოუტანა.

ლაშამ გადამწყვეტი შეხვედრის პირველი პერიოდი 5:0 მოიგო, რის შემდეგაც მეორე 0:3 დათმო და ეს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 

ლაშამ ნურსულთანში გამარჯვებით საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა

პირველი ოქროს მედალი ნუგზარ წურწუმიას ანგარიშზეა, რომელმაც ფინალში ყაზახი მეტოქე 9:0 დაამარცხა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ოქროს მედალი 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.

ლაშა გობაძეც მსოფლიოს ჩემპიონია!!!

ლაშა გობაძეც მსოფლიოს ჩემპიონია!!! ზედიზედ მეორე ოქრო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 12-წლიანი პაუზის შემდეგ ლაშამ აზერბაიჯანელ ჰუსეინოვს 5:3 მოუგო

Posted by Silk Sport on კვირა, 15 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები