Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დააკავეს - ზაიზენბახერი ვენის ციხეშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პეტერ ზაიზენბახერი არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის ქმედება ბრალდება
  • 59 წლის ავსტრიელს, იქაური კანონებით, თავისუფლების ათი წლით აღკვეთა ემუქრება
  • ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი უწინ საქართველოს ძოუდოისტთა ნაკრებს წვრთნიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ზაიზენახერი, უკრაინელმა მესაზღვრეებმა პოლონეთის საზღვართან დააკავეს. 59 წლის ავსტრიელი, რომელიც პედოფილიაში ბრალდებული, სამშობლოში ძებნილად იყო გამოცხადებული.

ukrinform-ის ცნობით, ყოფილი სპორტსმენის დაკავება 14 სექტემბერს მოხდა და მისი ექსტრადირება ვენაში განხორციელდა.  

პეტერი ამჟამად ვენის ციხეშია გადაყვანილი

ვენის პროკურატურის ინფორმაციით, 1997-2004 წლების პერიოდში, პეტერ ზაიზენბახერს სექსუალური ხასიათის ქმედება ორ არასრულწლოვან გოგონასთან ჰქონდა. იმ პერიოდში პეტერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. 2016 წლიდან ზაიზენბახერზე, რომელიც თავს უკრაინას აფარებდა, საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

მეტი ამ თემაზე: ოლიმპიური სექსსკანდალები - სექსუალური მოძალადე და მსხვერპლი სპორტსმენები

ზაიზენბახერი ვენის ციხეში გადაიყვანეს, სასამართლო პროცესი კი უახლოეს მომავალში გაიმართება. ავსტრიული კანონმდებლობის თანახმად, პეტერს თავისუფლების ერთიდან ათ წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

59 წლის ავსტრიელი ავსტრიულ მართლმსაჯულებას უკრაინაში ემალებოდა

პეტერ ზაიზენბახერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა. ავსტრიელის ხელმძღვანელობით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში გავიდა, სადაც ჩემპიონობა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები