Thumbnail

ზედიზედ მესამე წაგება - გაგამარუ კაიშოსთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მე-8 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ქართველი სუმოისტი კაიშოსთან იორიკირით დამარცხდა

აკი ბაშოს მერვე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მერვე ბრძოლა ჩაატარა და მეხუთედ დამარცხდა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-14 ნომერ კაიშოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. 

ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 3:5-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

ჯუღელმა კიდევ 3 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები