Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა!

ფინეთში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში. ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობრენ. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ილია სულამანიძემ. 

ქართველი ძიუდოისტი ფინალში უკრაინელ მეტოქეს, იევჰენ ვეჰერას დაუპირისპირდა, დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ილიამ მთელი გზა შესანიშნავად იარა და ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფალურად დაასრულა. აქვე აღვნიშმოთ, რომ მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში გელა ზაალიშვილია გასული და ოქროს მედლისთვის ისიც იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები