Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | კიდევ ერთი ფინალისტი! გობაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • პირველი დღე წარმატებული გამოდგა ქართველი ფალავნებისთვის
  • ლაშა გობაძე და ნუგზარ წურწუმია ფინალში გავიდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველი დღე ძალიან წარმატებული გამოდგა ქართველი ფალავნებისთვის: ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ლაშა გობაძე (82 კგ.) ფინალში გავიდნენ და ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ლაშა გობაძე ნახევარფინალში უზბეკ მეტოქეს, ნურბეკ ხაშიმბეკოვს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ქართველი მოჭიდავე სრულად აკონტროლებდა ორთაბრძოლას და ერთი წამით არ დაუყენებია გამარჯვება ეჭვქვეშ. წურწუმიას მსგავსად, გობაძეც ფინალში იასპარეზებს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. 

ნახევარფინალამდე ლაშამ ჯერ ამერიკელი სტეფანოვიჩი დაამარცხა 7:0, ხოლო შემდეგ ჩინელ ქიანს მოუგო 9:0. აღსანიშნავია, რომ წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს შედეგი უკვე გაუმჯობესებულია.

ლაშა გობაძემ უზბეკ მეტოქეს მოუგო და მსოფლიოს ფინალშია

ლაშა გობაძემ უზბეკ მეტოქეს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

Posted by Silk Sport on შაბათი, 14 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები