Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ნუგზარ წურწუმია ფინალში გავიდა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • ქართველი ფალავნები წარმატებით ასპარეზობენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველ დღეს, საქმეში ბერძნულ-რომააული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ. წარმატებით ასპარეზობენ ქართველი მოჭიდავეები: ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ლაშა გობაძე (82 კგ.). ორივე მათგანი ნახევარფინალში გავიდა, წურწუმიამ კი უკვე ფინალის საგზურიც მოიპოვა და ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

წურწუმია ნახევარფინალში იაპონელ შოტა ოგავას დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 8:0 დაამარცხა მეტოქე. ქართველმა სრული უპირატესობით წარმართა ორთაბრძოლა და უშანსოდ დაამარცხა აზიელი ფალავანი. ფინალში ნუგზარი მასპინძელს, ყაზახ მოჭიდავეს, ზაკანშას დაუპირისპირდება.

აქვე აღვნიშნოთ, რომ წურწუმიამ ნახევარფინალამდეც შესანიშნავად იარა. მისი პირველი მეტოქე ჩინელი ჩაო იყო, რომელიც 9:0 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი რუს კაბალოევს 8:3 სძლია. ნუგზარს ოქროს მედლის მოპოვების ბრწყინვალე შანსი აქვს.

📺 წურწუმია V კაბლოევი

ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) კიდევ ერთხელ დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი კაბალოევი 8-3

ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) კიდევ ერთხელ დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი კაბალოევი 8-3 და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელ შოთა ოგავას დაეჭიდება. ნახევარფინალები 16:00 საათიდან სილკ უნივერსალზე.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 14 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები