Thumbnail
  • ვიკტორ დურასოვიჩი – ალექსანდრე მეტრეველი 5:7, 4:6
  • დღის მეორე მატჩში გიორგი ცივაძე მსოფლიოს მე-60 ჩოგანს ეთამაშება

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩი გამარჯვებით გახსნა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელები ოსლოში იმყოფებიან და მეტოქედ მასპინძელი ნორვეგია ჰყავთ.

სასტარტო შეხვედრაში წარმატებას ალექსანდრე მეტრეველმა (695) მიაღწია, რომელმაც ვიკტორ დურასოვიჩს (323) 7:5. 6:4 სძლია.

Match ball ! Durasovic VS Metreveli 0-2

Posted by Georgian Tennis Federation \ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია on პარასკევი, 13 სექტემბერი, 2019

ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, პირველ მოწოდებაზე ბურთების 74% (25 34-დან) მოიგო, მეორეზე კი – 70% (19 27-დან). სანდრომ 4-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად მოწოდება ერთადერთხელ დათმო, სულ კი, მეტოქეს გათამაშებებში 69:55 აჯობა.

მცირე ხანში ოსლოს თიხის კორტზე გიორგი ცივაძე (933) და კასპერ რუუდი (60) გავლენ და ამ შემთხვევაში, ნორვეგიელი აშკარა ფავორიტია, რადგანაც ჩვენებურს რეიტინგში 873 ადგილით უსწრებს.

Davis Cup

Posted by Georgian Tennis Federation \ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია on პარასკევი, 13 სექტემბერი, 2019

ქართულ-ნორვეგიულ დაპირისპირებაში გადამწყვეტი მატჩები ხვალ, 14 სექტემბერს ჩატარდება. წყვილებში მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში (ურეიტინგო) დურასოვიჩს და რუუდს ეთამაშებიან, შემდეგ კი ერთეულთა შეხვედრებია: რუუდი-მეტრეველი და დურასოვიჩი-ცივაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები