Thumbnail

ისევ მსაჯებმა გადაწყვიტეს - ტოჩინოშინმა მე-4 ბრძოლა წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა მე-6 დღის ორთაბრძოლა წააგო
  • ქართველი სუმოისტი მე-4 მაეგაშირა ტამავაშისთან დამარცხდა

აკი ბაშოს მეექვსე დღეს, ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში ტამავაშის დაუპირისპირდა და მეოთხე ბრძოლა წააგო

რანგით მე-4 მაეგაშირამ ქართველი სუმოისტი ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ტურნირზე მე-4 გამარჯვება იზეიმა. ბრძოლის დროს ორივე სუმოისტი ერთდროულად გადავარდა დოჰიოდან, მაგრამ მსაჯებმა დააფიქსირეს, რომ უფრო ადრე დოჰიო ტოჩინოშინმა დატოვა.

ქართველის მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა დაიეიშო იქნება. გორგაძეს 2:4-ზე ბალანსი აქვს. ლევანს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად 6 მოგება სჭირდება - ქართველს კიდევ 9 ბრძოლა დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები