Thumbnail

მაიამი ჰიტი პორნოარენაზე ითამაშებს? 10 მილიონი 10 წელიწადში!

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მაიამი ჰიტის არენას, შესაძლოა, პორნო-სტუდიის სახელი დაერქვას
  • BangBros-ი შესაბამის უფლებებში 10 მილიონ დოლარს იხდის

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ მაიამი ჰიტის არენას, შესაძლოა, ცნობილი პორნო-სტუდიის სახელი ეწოდოს. BangBros-მა აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ოფიციალური განაცხადი შეიტანა და იმედი აქვს, რომ მის პირობებზე უარის თქმა გაუჭირდებათ.

მაიამელთა სარბიელს 20 წლის განმავლობაში პატრონაჟს American Airlines უწევდა და სახელიც შესაბამისი ერქვა (American Airlines Arena), თუმცა, გასულ კვირას ამერიკულმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს იწურება, აღარ აპირებს.

ამასობაში, BangBros-მა ოფიციალურ განაცხადში შეთავაზებად მსუყე თანხა – ათ წელში 10 მილიონი დოლარი დააფიქსირა და აპირებს ჰითის არენას BangBros Center ან BBC უწოდოს, რაც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდენტური იქნება და გარკვეული გათვლა ამაზეც უნდა კეთდებოდეს.

“დიდი სურვილი გვაქვს, რათა ჩვენი ქალაქის საკალათბურთო გუნდმა ძველი დიდება დაიბრუნოს და ამაში წვლილი შევიტანოთ. ჰიტი და BangBros მაიამის სამარკო ნიშნებად ითვლებიან და ორივეს გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს. ვფიქრობთ, ლოგიკური იქნება, თუკი საკალათბურთო არენას სწორედ ჩვენი სტუდიის სახელი ეწოდება”, - ნათქვამია პორნოინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ტვიტში.

ის, რომ ინფორმაცია ნაღდია, NBC Sports-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ჯესიკა კლეინშმიდტმაც დაადასტურა, ამერიკული საზოგადოება კი სიახლეს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. ჰიტის ქომაგებს მაინცდამაინც არ მოეწონათ, რომ ოჯახებით BangBros Center-ში უნდა იარონ, ტელევიზიით კი ყველა რეპორტაჟი პორნო-სტუდიის სახელის ხსენებით უნდა დაიწყოს...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები