Thumbnail
  • ბასკონია 66:72 რეალი
  • თორნიკე შენგელია 16 წუთი: 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი

ოვიედოს ოთხთა ტურნირის ფინალში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია მადრიდის რეალთან 66:72 დამარცხდა. ქართველმა კაპიტანმა სულ 16:12 წუთი ითამაშა, რისი მიზეზიც 5 პერსონალური შენიშვნის ნაადრევად მიღებაა. თორნიკემ "სამეფო კლუბს" 12 ქულა ჩაუგდო (შილდსთან და გონსალესთან ერთად ბომბარდირი). მის ანგარიშზე 4 ქულა და 2 ასისტი.

+- მონაცემით შენგელიას საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბასკურ კლუბში +20. სანამ მოედანზე თორნიკე იყო, ბასკონია რეალს ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით დამარცხდა. 

თორნიკეს 3-ქულიანი

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ბასკონიამ ობრას ბასკეტს მოუგო და შენგელიამ 11 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

რეალთან ფინალში ჯენინგის ანგარიშზე 4 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნაა.  

კომენტარები

ბოლო ამბები