Thumbnail
  • whoscored.com-ის სტატისტიკა და საქართველოს ნაკრები
  • როგორ გაუარესდა ვაისის გუნდის სტატისტიკა ევრო 2020-ზე

პოპულარული საფეხბურთო საიტი whoscored.com, რომელიც სტატისტიკასა და ანალიტიკას დიდ ყურადღებას ანიჭებს, ხშირად დეტალურად აშუქებს საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებსაც. ბუნებრივია, გამოცემა ვლადიმირ ვაისის ყველა თამაშს ვერ უღრმავდება, თუმცა whoscored.com საკმაო რაოდენობის შეხვედრებს შეეხო საიმისოდ, რომ საერთო სურათი დაიხატოს. დამხმარედ კი უეფას ოფიციალური საიტი გამოვიყენეთ. 

დიდი ჩავარდნა ერთა ლიგის შემდეგ

whoscored.com დეტალურად აშუქებდა საქართველოს ნაკრების თამაშებს ერთა ლიგის D დივიზიონში - საქართველოს ნაკრების საშუალო ბურთის ფლობა 60.8%-ი იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ქართველი ფეხბურთელები საშუალოდ 16-ჯერ ურტყამდნენ კარისკენ; 84.1%-იანი სიზუსტით აკეთებდნენ პასებს; საშუალოდ 2 გოლი გაჰქონდათ თამაშში; 13.5-ჯერ შედიოდნენ ორთაბრძოლებში და 8.3-ჯერ ცდილობდნენ მეტოქის მცველების ჩამოცილებას დრიბლინგით. თუმცა თითქმის ყველა ეს მაჩვენებელი გაუარესდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

ევრო 2020-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრებს საშუალოდ 0.8 გოლი გააქვს თამაშში; ფეხბურთელები თამაშში 11.8-ჯერ ურტყამენ კარისკენ; პასების სიზუსტე 79%-ია, ხოლო ბურთის ფლობის მაჩვენებელი 49%. ერთადერთი, ორთაბრძოლების მაჩვენებელს არ შეხებია შემცირება, მცირედით მოიმატა კიდეც - 14.

ნაკრების სტატისტიკა (საშუალოდ თამაშში)

შესამჩნევი სხვაობაა, თუმცა მიზეზიც აშკარაა - ერთა ლიგაზე ვლადიმირ ვაისის გუნდი უფრო სუსტ მეტოქეებს ეთამაშებოდა, ვიდრე ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ჰყავს. და კიდევ ერთი... მაშინ გუნდს ჰყავდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც D ლიგის ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა whoscored.com-მა, ახლა კი გიორგი ტრავმირებულია. 

როგორ თამაშობს ვაისის გუნდი

და მაინც, როგორ თამაშობს ვაისის გუნდი? whoscored.com-ის ანალიზის მიხედვით, საქართველოს ნაკრები აქცენტს მოკლე პასებზე აკეთებს - 83% ხვედრითი წილი. ცოტაა გრძელი პასები - 12% და კიდევ უფრო ცოტა ჩაწოდებები - 5%. სტუმრად თამაშისას, გრძელი პასების ხვედრითი წილი იზრდება, ოღონდ, მხოლოდ 2%-ით, ხოლო ჩაწოდებების კიდევ უფრო მცირდება - 4%. 

ევროს შესარჩევზე ნაკრების სტატისტიკა მკვეთრად გაუარესდა

ფლანგებზე ბურთი თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული - 38% მარჯვნივ და 36% მარცხნივ (25% ბურთი უფრო ცენტრში გვაქვს). მოქმედების ზონა ძირითადად შუა მესამედია - 47%, 22% საკუთარი მესამედი და 32% მეტოქის მესამედი. 

ნაკრების საშუალო შეფასება ერთა ლიგაზე (10-დან)

აქ აღსანიშნავია ერთი რამ, რომ შინ თამაშისას მარჯვენა ფლანგის მნიშვნელობა მკვეთრად მატულობს (43%) და 5%-ით იზრდება ნაკრების მოქმედების ზონა მეტოქის მესამედში (ძირითადად საკუთარი მესამედის ხარჯზე). 

დარტყმების უდიდესი ნაწილი ცენტრალური ზონიდან მოდის - 65%. შემდეგ მარცხენა - 21% და მარჯვენა - 14%. დარტყმების 57% საჯარიმოს ტერიტორიიდან ხორციელდება, 43% კი საჯარემოს გარედან. შორიდან სტუმრად უფრო ხშირად ვურტყამთ (47%), რაც ასევე ლოგიკურია.

წაიკითხე ევროპულად მიღწეული ფრე - 5 დაკვირვება საქართველოსა და დანიის მატჩიდან

კომენტარები

ბოლო ამბები