Thumbnail

ლიპარტელიანმა იტალიელს აჯობა და ოქროს მედალი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეთერ ლიპარტელიანმა საქართველოს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელ მეტოქეს მოუგო

ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ დღესაც ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ნატალია ყიფშიძე (48კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), ლუკა კაპანაძე (66კგ) და გიორგი თუთაშვილი (66კგ). გიორგი თუთაშვილის ჩემპიონობის შემდეგ, ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო.

ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო და მეორე ეტაპზე ხორვატ დორა ბორტასს 23 წამში იპონით სძლია. მისი მომდევნო მეტოქე ჰოლანდიელი პლუნი კორნელისი იყო, რომელსაც ქართველმა გოგონამ ასევე იპონით მოუგო და ნახევარფინალში გააღწია, სადაც გერმანელ სეია ბალჰაუსს შეხვდა და 42 წამში ისიც იპონზე დააგდო.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელი სილვა პელიტერი ვაზარითა და იპონით დაამარცხა, რითიც საქართველოს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა.

სილვია პელიტერი (იტალია) V ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო) | ევროპის ახალგაზრდული პირველობა 2019, ოქროს ფინალი 57 კილოში

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on ხუთშაბათი, 12 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები