Thumbnail

გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონია! პირველი ოქრო საქართველოს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი თუთაშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში მოლდოველ მეტოქეს მოუგო

ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ დღესაც ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ნატალია ყიფშიძე (48კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), ლუკა კაპანაძე (66კგ) და გიორგი თუთაშვილი (66კგ).

პირველი ოქროს მედალი საქართველოს გიორგი თუთაშვილმა (66კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე 4 მეტოქეს მოუგო: ურ კლოპჩიჩს (სლოვენია), არტიომს გალაქტიონოვსს (ლატვია), ივო ვერჰოსტერტს (ჰოლანდია) და იბრაჰიმ ალიევს (აზერბაიჯანი).

ფინალში გიორგის მეტოქე მოლდოველი ადილ ოსმანოვი იყო, რომელსაც ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ადილ ოსმანოვი (მოლდოვა) V გიორგი თუთაშვილი (საქართველო) | ევროპის ახალგაზრდული პირველობა 2019, ოქროს ფინალი 66 კილოში

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on ხუთშაბათი, 12 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები