Thumbnail

კიდევ ერთი ტრავმა რეალში: რას აპირებს ზიდანი მოდრიჩის გარეშე?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მადრიდის რეალს ლუკა მოდრიჩიც დაუშავდა
  • ზინედინ ზიდანმა შესაძლოა, 4-4-2 აირჩიოს

სანაკრებო პაუზა დასრულდა, საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება, მადრიდის რეალს კი ახალი პრობლემა აქვს: ლუკა მოდრიჩი ტრავმირებულია!

‘სამეფო კლუბმა’ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხორვატ ნახევარმცველს მუხლის ტრავმა აქვს. მადრიდელებს ზუსტად არ უთქვამთ, რამდენი დღე ვერ ივარჯიშებს მოდრიჩი. ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, მას მინიმუმ ორი კვირა გაუცდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ 34 წლის ნახევარმცველი ვერც ლევანტესთან ითამაშებს (შაბათს), ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩსაც გამოტოვებს (პსჟ-სთან 18 სექტემბერს) და არც სევილიასთან (22 სექტემბერს) იქნება. შესაძლოა, მოდრიჩმა ვერც ოსასუნასთან (25 სექტემბერი) იასპარეზოს, აი, ატლეტიკოსთან დერბისთვის (28 სექტემბერი) კი აუცილებლად დაბრუნდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

შეცვლის ზიდანი ტაქტიკას?

მოდრიჩის ტრავმა ზინედინ ზიდანისთვის იმასაც ნიშნავს, რომ მას ტონი კროოსის, კაზემიროსა და ფედერიკო ვალვერდეს სახით მხოლოდ სამი ნომინალური ცენტრალური ნახევარმცველი დარჩა. ჩვენი ესპანელი კოლეგები არ გამორიცხავენ, რომ ზიზუმ ტაქტიკური სქემა შეცვალოს და 4-4-2-ზე გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ზიდანმა მოსამზადებელ შეკრებაზე უკვე გამოსცადა 4-4-1-1 სქემა, სადაც ფლანგებზე ედენ აზარი და ლუკას ვასკესი თამაშობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები