Thumbnail

ფულის გათეთრება და კორუფცია - დიდი სკანდალი ბელგიაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბელგიაში ანდერლეხტის ყოფილი მენეჯერი დააკავეს
  • მას ბრალი ფულის გათეთრებასა და კორუფციაში ედება
  • დაკავებულია საფეხბურთო აგენტიც

ჰერმან ვან ჰოლსბეეკი ბელგიაში ცნობილი საფეხბურთო ფუნქციონერია - 64 წლის ჰოლსბეეკი 15 წლის მანძილზე ბელგიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, ანდერლეხტის მენეჯერი იყო. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, იგი ხუთშაბათს, ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

ჯერ კიდევ ოთხშაბათს, პოლიციამ მონაკოში საფეხბურთო აგენტი კრისტოფ ჰენროტაი დააკავა. რამდენიმე დღეა, სამართალდამცავები ბელგიაში, ინგლისსა და მონაკოში სპეცოპერაციებს ატარებენ. აღსანიშნავია, რომ ჰენროტაი ისეთი ცნობილი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც ტიბო კურტუა და იური ტილემანსი არიან. ბელგიური მედიის ინფორმაციით, მას პორშე, ფერარი, ორი სახლი, ერთი იახტა და 7 მილიონი ევრო ჩამოართვეს.

გამოძიების უახლესი დეტალებით ირკვევა, რომ მის შემთხვევაში საქმე ეხება სერბი თავდამსხმელის, ალეკსანდარ მიტროვიჩის ტრანსფერს, რომელიც 2015 წელს ანდერლეხტიდან ნიუკასლ იუნაიტედში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები