Thumbnail

ევროპა კონფერენსლიგა - უეფა ახალ ევროთასს იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ახალი ტურნირი შესაძლოა, ორი წლის შემდეგ დაიწყოს
  • მისია ევროპალიგის განტვირთვაა

გერმანული Bild-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, უეფას ახალ ტურნირს ევროპა კონფერენსლიგა ერქმევა. წყაროს ცნობით, ამ ევროთასის პირველი გათამაშება შესაძლოა, 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყოს.

კონფერენციათა ლიგა სტატუსით მესამე ევროტურნირი იქნება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის შემდეგ. ეს შეჯიბრება ფორმატით ჩემპიონთა ლიგის მზგავსი იქნება - 8 ჯგუფში 32 კლუბი გადანაწილდება. 

8 გამარჯვებული პლეი ოფში პირდაპირ გავა, ხოლო მეორეადგილოსნები ევროპალიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან მორიგი 8 საგზურისთვის. 

კონფერენციათა ლიგის გამარჯვებული მომდევნო სეზონში ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს გაინაღდებს. ამ ახალი ტურნირის უპირველესი მისია ევროპალიგის განტვირთვა იქნება, რომელშიც ახლა 12 ჯგუფია. 

კომენტარები

ბოლო ამბები