Thumbnail

მესი ისევ ტრავმირებულია - ლეოს თამაში ჩემპიონთა ლიგაშიც საეჭვოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიელთა სუპერვასკვლავის მოედანზე დაბრუნების ვადამ გადაიწია
  • არგენტინელი ვალენსიასთან ვერ ითამაშებს და ალბათ, ვერც დორტმუნდთან
  • ლა ლიგის მომავალ მატჩში ბარსელონას სავარაუდოდ, არც სუარესი ეყოლება

პროგნოზი არ გამართლდა და როგორც ჩანს, ბარსელონას მისი კაპიტანი - ლიონელ მესი გარკვეული ხანი კიდევ ვერ დაეხმარება.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, რომელმაც სეზონის წინ ვარჯიშზე, მარჯვენა წვივის კუნთი დაიზიანა, ვერც ლა ლიგის მომავალ ტურში - ვალენსიასთან ითამაშებს და დიდი ალბათობით, ვერც ჩემპიონთა ლიგაში, დორტმუნდთან.

სუარესი და მესი ვალენსიასთანაც გულშემატკივრის როლში იქნებიან

ლიონელ მესის, რომელსაც ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია, მოლოდინის თანახმად, ბარსელონასთან ვარჯიში 11 სექტემბერს უნდა განეახლებინა. მასთან ერთად ელოდნენ კატალონიელთა კიდევ ერთი ტრავმირებული თავდამსხმელის, ლუის სუარესის დაბრუნებასაც. მაგრამ როგორც ირკვევა, არგენტინელი კვლავ დისკომფორტს გრძნობს და ვალენსიასთან ნამდვილად ვერ ითამაშებს. ამ შეხვედრაში ასევე საეჭვოა ურუგვაელის თამაშიც.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას ვალენსიასთან “ნოუ კამპზე” 14 სექტემბერს ჩაატარებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ თამაშს კი სტუმრად დორტმუნდში, 17 სექტემბერს, "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართავს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები