Thumbnail

'მგონი, ეს პირველად დამემართა' - ტოჩინოშინის უარი და აღიარება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინისა და აბის კომენტარები სკანდალური ორთაბრძოლის შემდეგ
  • ქართველ ოძეკის მიზნამდე კვლავ 7 მოგება რჩება

აკი ბაშოს მე-4 დღეს ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კომუსუბი აბი დოჰიოდან მოისროლა, მსაჯმა თავიდან მას გამარჯვებაც მიანიჭა, მაგრამ მალევე მოგება დისკვალიფიკაციით შეიცვალა - ლევანს აკრძალული ხერხი დაუფიქსირდა, მან მეტოქეს თმაში მოქაჩა და ისე მოიპოვა უპირატესობა.

საინტერესოა, ამ ორთაბრძოლის ორივე მონაწილის კომენტარები...

მსაჯებმა ტოჩინოშინი წაგებით დასაჯეს

აბი: "ვერ მივხვდი მონოჯი რატომ შეიკრიბა. თმაში შეხება არ მიგვრძვნია. თავიდან მეგონა, რომ სამართლიანად დავმარცხდი. კარგ ფორმაში ვარ და, როგორც ჩანს, ამ ბაშოზე ფორტუნაც ჩემ მხარესაა".

იაპონელმა ფორტუნა იმიტომ ახსენა, რომ ერთი გამარჯვება მას უბრძოლველად მიენიჭა - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

რაც შეეხება ლევან გორგაძეს, თავიდან ის სულ სხვა აზრზე იყო: "როგორც კი ვიგრძენი თმა, ხელი ეგრევე მოვაშორე". ამის შემდეგ მან ჟურნალისტების თანდასწრებით ნახა გამეორება და მსაჯებს დაეთანხმა:

"დიახ, ფაქტია, ჩემი თითები მეტოქის თმაშია. ტაჩი აი კარგი არ გამომივიდა, ვერც ჩემი სტილი მოვახვიე მეტოქეს თავს, თუმცა შემდეგ თავი კარგად დავიცავი აბის შეტევისგან და დოჰიოდანაც გავიყვანე. მგონი, კარიერაში პირველად წავაგე ამ წესის დარღვევისთვის", - განაცხადა ქართველმა ოძეკიმ.

ტოჩინოშინი, რომელიც კადობანშია, ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის, თუმცა რთულ სიტუაციაშია, მუხლი კვლავ აწუხებს და უკვე 1-3 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტომოკაძეა, რომელსაც კარიერაში პირველად შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები