Thumbnail
  • transfermarkt-მა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი განაახლა
  • რუბინის ქართული დუეტი ნაკრების TOP 11-ში

"ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელთა ფასები რამდენიმე კლუბისთვის განაახლა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირფას ფეხბურთელთა ათეულში მდგომარეობა შეიცვალა. 

რუბინში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების ფასები გაიზარდა - ამის მიზეზი ობიექტურია, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია რუსულ პრემიერლიგაში კარგად ათამაშდნენ, მათ სანაკრებო მიწვევაც დაიმსახურეს.

10 სექტემბრიდან 18-18 წლის დავითაშვილი და კვარაცხელია 1.5-1.5 მილიონი ევროდ ფასობენ. 3 თვეში კვარაცხელიას ფასი 900 ათასიდან მილიონ-ნახევრამდე გაიზარდა, ხოლო დავითაშვილის ფასი 4-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა და გასამაგდა!

ყაზანის რუბინის შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ -7-ში და 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რუბინში მოთამაშე მესამე ქართველის, ბექა მიქელთაძის სატრანსფერო ფასი "ტრანსფერმარკტს" არ განუახლებია - 21 წლისფორვარდი კვლავ 500 ათასი ევრო ღირს. სამაგიეროდ, განახლდა 22 წლის ნიკოლაი ყიფიანის (რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს) ფასი, ის 350 ათასი ევრო ღირს (200 ათასის ნაცვლად). 

საქართველოს ნაკრები. TOP 11

1. საბა კვერკველია - 10 მლნ €

2. გიორგი ჩაკვეტაძე - 9 

3. დავით ხოჭოლავა - 5

4. გიორგი ქვილითაია - 2.5

5. გია გრიგალავა - 1.75

6-11. ნიკა კვეკვესკირი - 1.5

6-11. ვაკო ყაზაიშვილი - 1.5 

6-11. ჯიმი ტაბიძე - 1.5

6-11. ოთარ კიტეიშვილი - 1.5 

6-11. ზურიკო დავითაშვილი - 1.5

6-11. ხვიჩა კვარაცხელია - 1.5

კომენტარები

ბოლო ამბები