Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მეკარე დანიასთან დამაჯერებელი თამაშისთვის გამოარჩიეს
  • ლორია რჩეულთა შორის რონალდოსთან, დე ბრუინსა და სტერლინგთან ერთადაა 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც დანიასთან თბილისურ მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 

კვიპროსული ანორთოსისის ქართველ მეკარესთან ერთად, sofascore-ის 11 რჩეულს შორის ასევე არიან: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), კევინ დე ბრუინი (ბელგია), ჰენრიკ მხითარიანი (სომხეთი), რაჰიმ სტერლინგი, ჯეიდონ სანჩო (ორივე ინგლისი), ტაიგო ალკანტარა (ესპანეთი) და სხვები.

Team of the Week provided by Sofascore LiveScore

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეხუთე შეხვედრა თბილისში, დანიის ნაკრებთან ჩაატარა და ქულა მოიპოვა - 0:0. კვიპროსული ანორთოსისის 33 წლის გოლკიპერმა დანიასთან მატჩი მთლიანობაში მაღალ დონეზე ჩაატარა და არაერთი სეივით (ჯამში 6) გამოირჩა, საიდანაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კასპერ დოლბერგის დარტყმის ეპიზოდი იყო.

დოლბერგის დარტყმა და ლორიას სეივი

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი შინ 12 ოქტომბერს, ირლანდიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები