Thumbnail
  • ბრაზილია 0:1 პერუ | 17-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა
  • არგენტინა 4:0 მექსიკა | ლაუტარო მარტინესის ჰეთთრიკი

სამხრეთამერიკულმა ნაკრებებმა სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური მატჩები გამართეს. ბრაზილიის ნაკრებმა 2-დან ვერცერთი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო. კოლუმბიასთან დაფიქსირებული ფრის შემდეგ, ''სელესაომ'' პერუსთან ითამაშა და 0:1 წააგო.

მატჩის ერთადერთი გოლი ლუის აბრამმა 85-ე წუთზე გაიტანა. არგენტინული ველესის მცველმა ბრაზილიელთა 17-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

არგენტინის ნაკრებმა მექსიკას 4:0 მოუგო. ლაუტარო მარტინესმა პირველივე ტაიმში ჰეთთრიკი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ლეანდრო პარედესის ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა თავი.

სკალონის გუნდმა ლიონელ მესის, სერხიო აგუეროსა და ანხელ დი მარიას გარეშე ითამაშა, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგანაც ლაუტარო მართლაც მშვენიერ ფორმაშია. არგენტინელ ფეხბურთელს ნაკრებში უკვე 12 გოლი დაუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები