Thumbnail
  • ქართველმა ფეხბურთელებმა პირველებმა გაუშვეს, თუმცა, მაინც იმარჯვეს
  • რამაზ სვანაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელის

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში პოლონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 2:1 იმარჯვა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს. მე-17 წუთზე პოლონელმა თავდამსხმელმა ბარტოშ ბიალეკმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და ახლო მანძილიდან აიღო ლუკა კუტალაძის კარი. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა წონასწორობის აღდგენა პირველ ტაიმში მოახერხა. 34-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა გიორგი გულიაშვილმა შეასრულა.

📺 U19 საქართველო - პოლონეთი 2:1

შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა გამარჯვების მომტანი ბურთი რამაზ სვანაძის გუნდმა გაიტანა. 67-ე წუთზე ირაკლი აზაროვის შორეული გადაცემით, თავი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი იაკობიძემ გამოიჩინა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეცამეტე ჯგუფში უნგრეთის, ხორვატიისა და ყაზახეთის ნაკრებებთან ერთად იასპარაზებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 9-15 ოქტომბერს უნგრეთში გაიმართება.

U19 საქართველო - პოლონეთი 2:1

გოლები: 0:1 ბიალეკი (17), 1:1 გულიაშვილი (34), 2:1 იაკობიძე (67)

U19 საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე, გელაშვილი, აზაროვი, მექვაბიშვილი, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, მესიაჩენკო, ჯანგიძე, გაგუა, კალანდაძე.

სათადარიგო შემადგენლობა: ლომიძე, მიქაია, ჭავჭანიძე, ნონიკაშვილი, გაგნიძე, იაკობიე, მამულაშვილი, აწყურელი, კანდელაკი, ლომთაძე, ლომინაძე, ჭინჭარაული.

კომენტარები

ბოლო ამბები