Thumbnail

კურაკაოს მეკარე ჰაიტისთან მატჩამდე 1 დღით ადრე, სასტუმროში გარდაიცვალა...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტრაგიკული შემთხვევა პორტო პრინსში
  • კურაკაო მოედანზე მაინც გავიდა და მატჩი მოიგო

კურაკაოს მეკარე ჟაირზინიო პიეტერი ჰაიტისთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, პორტო პრინსში, სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა.

31 წლის პიეტერის ხსოვნის პატივსაცემად, კურაკაოს მოთამაშეები ჰაიტისთან მატჩზე მაინც გავიდნენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გუნდელის ხსოვნას და მატჩი 1:0 მოიგეს.

პიეტერი ელოი რუმის შემდეგ გუნდში მეორე მეკარე გახლდათ. კურაკაოს შემადგენლობაში ასევე თამაშობენ კარდიფ სიტის ლეანდრო ბაკუნა და მისი უმცროსი ძმა ჰადერსფილდიდან ჟუნინიო.

კომენტარები

ბოლო ამბები