Thumbnail

'ჯიუ-ჯიცუში ასეთ ბიჭებს სველ პირსახოცს ვეძახით' - ფერგიუსონმა ხაბიბზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფერგიუსონმა ხაბიბზე ისაუბრა
  • დაღესტნელს შემდეგი ბრძოლა სწორედ მასთან მოუწევს

UFC-ის მსუბუქი დივიზონის ამერიკელმა ვარსკვლავმა - ტონი ფერგიუსონმა ხაბიბ ნურმაგდომედოვის ბოლო ბრძოლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დაღესტნელი ერთფეროვანია.

"ზარმაცი და ერთფეროვანია..." - ამბობს ფერგიუსონი. "ამ კაცთან ჩხუბისთვის ორჯერ მოვემზადე და ვიცი რასაც ვამბობ. კარგი მებრძოლია, მაგრამ ვიცი როგორ დავამარცხებ."

ფერგიუსონი, რომელსაც ზედიზედ 12 გამარჯვება აქვს, ხაბიბთან ქამრისთვის ბრძოლაში მთავარი კანდიდატია "მე ხელებს, ფეხებს, იდაყვებს და მუხლებს ვიქნევ, მთელი 3 რაუნდი..."

"რაც შეეხება ჭიდაობას, ჯიუ-ჯიცუში ასეთ ბიჭებს სველ პირსახოცებს ვეძახით. ბევრი ნაკლი აქვს მის ტაქტიკას, მაგრამ კარგი გუნდი ჰყავს და ჩემთან საჩხუბრად ალბათ სხვანაირად მოამზადებენ."

"საინტერესოდ ჩხუბობს, მაგრამ ჩემთვის მოსაწყენია, ზარმაცი კაცია. ჩემთან თავის საუკეთესოდ წარმოჩენა მოუწევს, პორიეს ნაირი ადვილი ჩხუბი არ ექნება."

კომენტარები

ბოლო ამბები