Thumbnail

იმედის ფსონი | ამერიკა საფრანგეთს 3-ზე მეტი ქულით ვერ მოუგებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 10 სექტემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 8 სექტემბრის გადაცემაში გაიმარჯვა მაყურებლების ბილეთმა, რომელიც 6 პოზიციისგან შედგებოდა, მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით კი 12,7 იყო. მაყურებლებმა სხვასთან ერთად, საქართველო-დანიის მატჩში 8,5-ზე მეტი კუთხური გამოიცნეს.  

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ამჯერად სულ ორმატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,4 გახლავთ. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

დავიწყებ კალათბურთით. ერთი სენსაცია უკვე ვნახეთ. ამერიკა და საფრანგეთი თამაშობენ. საფრანგეთი არ არის ხელწამოსაკრავი და დიდი ბრძოლა რომ გაუმართოს, არ გამიკვირდება. უფრო თამამიც ვარ ჩემს ვარაუდში, მაგრამ დავწერ, რომ ფრანგები 3 ქულაზე მეტს არ წააგებენ, თუ არ მოიგებენ. 

ჩემი მეორე თამაში ბელგიის ჩემპიონატიდანაა - პარასკევის მატჩი, შარლერუა-გენკი. გენკი ებმება ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ზალცბურგთან აქვს თამაში და თუ რამის იმედი აქვს, ამ მატჩში უნდა აჩვენოს. ვფიქრობ, გენკი უფრო ლიგაზე იფიქრებს, შარლერუა კი შინ მოგებას შეძლებს.

დღეს გადაცემის სტუმარი სპორტული კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი იყო, რომელმაც 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 10,1.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 9,6 გახლავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები