Thumbnail

შვედეთში იბრას ძეგლს უდგამენ - ზლატანს დიდი ხნის სურვილი უსრულდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 37 წლის შვედ ფეხბურთელს მალმიოში 2,7 მეტრი სიმაღლის ძეგლს დაუდგამენ
  • ლოს ანჯელეს გელექსის ფორვარდი ამ გადაწყვეტილებით ძალიან გახარებულია 

ლოს ანჯელეს გელექსის შვედ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სამშობლოში ძეგლს დაუდგამენ. 2,7 მეტრი სიმაღლის, 500 კგ-იანი ბრინჯაოს განდაკება, რომელიც ფორვარდის მშობლიურ ქალაქ მალმიოში ამ წლის ოქტომბერში აღიმართება, შვედეთის ფეხბურთის ასოციაციამ (SvFF) მოქანდაკე პიტერ ლინდეს უკვე დაუკვეთა. 

ძეგლი საფეხბურთო კლუბ მალმიოს ძველ და ახალ სტადიონს შორის მოედანზე დაიდგმება, გახსნა კი 8 ოქტომბერს იგეგმება. 37 წლის იბრამ სწორედ მალმიოში დაიწყო პროფესიონალური კარიერია.

იბრა მალმიოს ღირსებას 1999-2001 წლებში იცავდა 

"ძეგლი შვედეთის ყველა დროის საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის პატივსაცემად დაიდგმება", - განაცხადა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ჰაკან შოსტრანდმა.

"ძალიან მახარებს გადაწყვეტილება, რომ მალმიოში ძეგლი დაიდგმება. ამის სურვილი ყოველთვის მქონდა. ჩემი გზა აქედან დაიწყო და ჩემი გულიც აქაა", - ამბობს ზლატანი.

დღეს 37 წლის იბრა ეფექტურ გოლებს MLS-ში იტანს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშ 62 გოლი გაიტანა, საკლუბო დონეზე კი ფორვარდის ანგარიშზე 400-ზე მეტი გოლია. იბრას მალმიოსა და ლოს ანჯელეს გელექსის გარდა, აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, მილანში, ბარსელონაში, პსჟ-სა და მანჩესტერ იუნაიტედში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები