Thumbnail

ოქრო მსოფლიო თასზე – ქართული ფარიკაობის ტრიუმფი უზბეკეთში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაია გუჩმაზოვამ ფინალში რუს მეტოქეს აჯობა
  • ქართველი მოფარიკავე რეიტინგში 56 ადგილით დაწინაურდა

ქართველი მოფარიკავე მაია გუჩმაზოვა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ახალი – 2019/20 წლების სეზონი სწორედ მაიამ გახსნა და სასიხარულოა, რომ პირველივე შეჯიბრზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მაია გუჩმაზოვამ გადამწყვეტ შერკინებაში რუს მოფარიკავეს სძლია

გუჩმაზოვამ დაშნით მიფარიკავეთა შეჯიბრში ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში უზბეკ რადა კასიმოვას 15:6 სძლია, ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელ ვერონიკა როჟკოვას 15:14 მოუგო, ფინალში კი რუსი მარინა კესაევა 15:9 დაამარცხა.

📺 მაია გუჩმაზოვას გამარჯვება მსოფლიო თასზე

🤺

Posted by Guchmazova Maia on კვირა, 08 სექტემბერი, 2019

სათქმელია ისიც, რომ ტაშკენტური წარმატების კვალად, მაია ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში ერთბაშად 56 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად, 144-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები