Thumbnail

მესისთვის და რონალდოსთვის მაგიდა დაჯავშნილია! მათ ვილნიუსის მერი ეპატიჟება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდო სიამოვნებით ივახშმებდა ლიონელ მესისთან ერთად
  • ლიეტუვის დედაქალაქის მერი მზადაა, სუპერვარსკვლავებს უმასპინძლოს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს, კრიშტიანო რონალდომ დანანებით აღნიშნა, რომ მას და ლიონელ მესის ერთად არასდროს უვახშმიათ. პორტუგალიელმა იქვე დასძინა, რომ იმედი აქვს, ეს მალე მოხდება.

ლიეტუვის დედაქალაქის მერი მზადაა, ფეხბურთის სუპერვარსკვლავებს ნებისმიერ დროს, ვილნიუსის ათი საუკეთესო რესტორნიდან ნებისმიერში უმასპინძლოს.

“რონალდოს სურვილის შესახებ ყველამ გაიგო. მინდა გითხრათ, რომ ვილნიუსის 10 საუკეთესო რესტორანში ლეოსთვის და კრიშტიანოსთვის მაგიდები დაჯავშნილია და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ისარგებლონ,” - ნათქვამია რემიგიუს სიმასიუსის ოფიციალურ განცხადებაში.

ვილნიუსის მერი რემიგიუს სიმასიუსი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესიმ და რონალდომ ამ შეთავაზებით ისარგებლონ, მაგრამ ფაქტია, რომ ვილნიუსის მერს კარგი PR-აქცია გამოუვიდა. თუმცა დღეს რონალდო ლიეტუვის დედაქალაქის შესახებ გარკვეულ შთაბეჭდილებას შეიქმნის (პორტუგალია ლიეტუვას ეთამაშება) და ვინ იცის, იქნებ მესის ვილნიუსში დაპატიჟებაზე მართლაც დაფიქრდეს...

კომენტარები

ბოლო ამბები