Thumbnail
  • ქართველმა ტალანტმა 8 ქულა მიითვალა
  • რატის ახალი გუნდი სალონიკის ტურნირზე ითამაშებს

18 წლის ქართველმა კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა ბერძნული იონიკოსის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. ნიკაიელები ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში რეტიმნოს გაეჯიბრნენ და 85:82 იმარჯვეს, ქართველმა უკანახაზელმა დებიუტის კვალობაზე საკმაოდ კარგად ითამაშა და ახალ გუნდს 8 ქულა შესძინა.

იონიკოსის რიგებში საუკეთესო უკრაინული მოქალაქეობის მქონე სტივენ ბურტი იუო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო. ცნობისთვის, ამერიკელმა მცველმა 2011 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა და მაშინ 11 ქულა მიითვალა.

რატი ანდრონიკაშვილმა იონიკოსის მაისური პირველად მოირგო

შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილი ბოლოს ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონში მირაფლორეს ბურგოსის რიგებში ირიცხებოდა, მომავალი სეზონი კი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც პროფესიონალთა ტურნირში პირველად გაირჯება.

ქართველის ახალი გუნდი მორიგ საკონტროლო მატჩებს 16-18 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც სალონიკში ოთხთა ტურნირზე გაირჯება. ნიკაიელთა მეტოქეები ჰეფესტოსი, პატრასი და პაოკი იქნებიან. საბერძნეთის ჩემპიონატში იონიკოსი სასტარტო შეხვედრას 28 სექტემბერს ლავრიოსთან გამართავს.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები