Thumbnail

ბაქოშიც მოსაგებად - U21 საქართელოს ნაკრები შესარჩევის მეორე მატჩს გამართავს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. გია ცეცაძის გუნდი ბაქოში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, მატჩი კი 20:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფის პირელი შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა და ლიხტენშტაინი 4:0 დაამარცხა. აზერბაიჯანელებმა პირველ ტურში სლოვაკეთს 2:1 აჯობეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბაქოში ორი ფებურთელის გარეშე გაეგზავრა: ავადმყოფობის გამო თამაშს დავით სამურკასოვი და თორნიკე ძებნიაური გამოტოვებენ, სხვები კი მწყობრში არიან.

U21 საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა);

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები