Thumbnail

ქართველი სამბისტების წარმატება - 16 მედალი საერთაშორისო ტურნირზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თბილისში არჩილ ჩოხელის სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდა
  • ქართველმა სამბისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს

7-8 სექტემბერს, თბილისში ძიუდოს აკადემიაში, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის სახელობის მე-5 საერთაშორისო მემორიალური ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

მედლები 9 წონით კატეგორიაში გათამაშდა და საქართველოს ნაკრებმა 16 მედლის მოგება შეძლო: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ: დიმიტრი მულაძე (52კგ), ბესარიონ ბერულავა (82კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები