Thumbnail

არათანაბრად გადანაწილებული ჰონორარი - ხაბიბმა 25-ჯერ მეტი მიიღო!

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ხაბიბმა ბევრად დიდი ჰონორარი მიიღო, ვიდრე მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ
  • მეტოქეებს შორის ჰონორარში ძალიან დიდი სხვაობა იყო.

ორიოდე დღის წინ აბუ დაბიში დიდი ბრძოლა გაიმართა - ხაბიბ ნურმაგომედოვმა ამერიკელი დასტინ პორიე დაამარცხა. ხაბიბი ბრძოლამდეც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან უცნაური იყო, როგორ გადანაწილდა საპრიზო ფონდი. ჯერ კიდევ მატჩის წინ, ხაბიბის მამამ პრესას უთხრა, რომ მისი შვილი ამ ბრძოლისთვის დაახლოებით 2-3-ჯერ მეტს ფულს მიიღებდა, ვიდრე ეს კონორ მაკგრეგორთან გამარჯვებისთვის გამოიმუშავა.

ხაბიბმა ჯამში 6 090 000 დოლარი მიიღო. ამ ფულიდან 6 მილიონი მას გარანტირებული ჰქონდა და ამ ფულის მისაღებად მხოლოდ ბრძოლაში მონაწილეობა იყო საჭირო. უცნაური ის არის, რომ პორიემ, რომელიც ასევე კარგი მებრძოლია, ჰონორარის სახით მხოლოდ 250 000 დოლარი გამომუშავა, საიდანაც გარანტირებული 200 ათასი იყო.

ხაბიბს 28 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და UFC-ში სულ რამდენიმე ბრძოლის გამართვას აპირებს. მისი თქმით, კიდეც ორი ბრძოლა და ის კარიერას დაასრულებს. თუ რამდენად მოახერხებს იგი დაუმარცხებლად წასვლას, ეს UFC-ის მთავარი ინტრიგაა.

კომენტარები

ბოლო ამბები