Thumbnail

ბექჰემსაც შეშურდება - ინგლისში მცველმა ერთ მატჩში კუთხურიდან ორჯერ გაიტანა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის რანგით მესამე ლიგაში, უიკომის-ლინკოლნის მატჩში იშვიათი ფაქტი მოხდა
  • უიკომის მცველმა ჰეთ თრიქი შეასრულა - ერთი საჯარიმოთი შეაგდო, ორი კუთხურით
  • 32 წლის ჯო ჯიეკობსონს კარიერაში მანამდე დუბლიც კი არასდროს შეუსრულებია

ინგლისის რანგით მესამე, პირველ ლიგაში საოცარი ფაქტი მოხდა. მე-7 ტურის შეხვედრაში უიკომ უონდერერსის მცველმა ჯო ჯიეკობსონმა ლინკოლნ სიტისთან ჰეთ თრიქი შეასრულა და თავის გუნდს გაამარჯვებინა (3:1). საინტერესო ისაა, რომ მატჩის გმირმა სამივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა - პირველი საჯარიმო დარტყმით, ორი კი კუთხურიდან ჩაწოდების შედეგად.

ჯეიკობსონმა ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გასნა, როდესაც საჯარიმოდან ბრწყინვალედ დაარტყა, ბურთი "კედელს" გადაატარა და გაიტანა. ჯომ სხვაობა მას შემდეგ გაზარდა, რაც 36-ე წუთზე, კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში გაუშვა. ამ შემთხვევაში უიკომის მცველს მეტოქე გუნდის მეკარისა და მცველების არადამაჯერებელი თამაშიც დაეხმარა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ჯეიკობსონმა კუთხურიდან უკვე სუპერგოლი შეაგდო. ბურთი ყველას და ყველაფერს გადასცდა და კარში სუფთად ჩაეშვა.

ჯომ, რომლისთვისაც ეს კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი იყო, თამაშის შემდეგ ბურთი შინ წაიღო. 

"არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. აქამდე დუბლიც კი არასდროს შემისრულებია, - ამბობს მატჩის გმირი. - დარტყმაზე მთელი კვირის განმავლობაში ვვარჯიშობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა - ბურთს მიზანთან ახლოსაც კი ვერ ვარტყამდი. თანაგუნდელები ალბათ გავანაწყენე. ისინი საჯარიმოში დარბოდნენ, მაგრამ ჩემგან პასი ვერ მიიღეს".

32 წლის ჯოს, რომელიც ამპლუით მცველია, დუბლიც კი არასდროს შეუსრულებია

32 წლის მცველი ჯო ჯეიკობსონი კარდიფ სიტის აღზრდილია, უიკომის ღირსებას კი 2014 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა პირველი ლიგის 7 მატჩში ითამაშა და უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები