Thumbnail

კუბელი ფეხბურთელები მატჩის შემდეგ გაიქცნენ და აღარ ჩანან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კუბის ნაკრებში ეს პირველი შემთხვევა არ არის
  • ამჯერად 5 ფეხბურთელი, მათ შორის გუნდის კაპიტანი გაიქცა

კონკაკაფის ერთა ლიგის მატჩში, კანადის ნაკრებმა კუბა 6:0 დაამარცხა, მაგრამ როგორც ირკვევა, კუბელ ფეხბურთელებს კანადაში სულ სხვა მიზანი ჰქონდათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატჩის წინ და მატჩის შემდეგ ჯამში 5 კუბელი ფეხბურთელი დაიკარგა. დავიდ ურგელესი და ორლენდის ბენიტესი თამაშის წინ გაიქცნენ - ისინი მატჩისწინა თათბირზე არ გამოჩენილან. მატჩის შემდეგ კი კაპიტანი იორდან სანტა კრუსი, ენდი ბაკერო და ალეხანდრო პორტაც დაიკარგნენ. დიდი ალბათობით, მათ კანადაში დარჩენა გადაწყვიტეს.

მარცხნივ: კუბელთა კაპიტანი იორდან სანტა კრუსი

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს გამთენიისას კუბა კანადას კიდევ ეთამაშება - ამჯერად შინ. ბოლო 17 წელიწადში ჯამში 44 კუბელი ფეხბურთელი გაიქცა - მათ შორის 4 წელს, ივნისში, Gold Cup-ზე, რომელიც აშშ-ში გაიმართა.

კომენტარები

ბოლო ამბები