Thumbnail

ფიგურული ციგურაობა | ქართველების ვერცხლი რიგის გრან პრიზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლატვიის დედაქალაქში გაიმართა იუნიორთა გრან პრი ფიგურულ ციგურაობაში
  • მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ რიგაში წარმატებით იასპარეზეს

რიგაში გაიმართა იუნიორთა გრან პრი ფიგურულ ციგურაობაში. ტურნირში 13-დან 19 წლამდე ასაკის მოციგურავეებმა მიიღეს მონაწილეობა. სულ 17 ქვეყნის 19-მა წყვილმა იასპარეზა. მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილმა, სპორტულ ცეკვებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოციგურავეები პირველ ადგილზე გასულ დუეტს მხოლოდ 0.33 ქულით ჩამორჩნენ. 

კაზაკოვამ და რევიამ რიტმულ ცეკვებში მეორე შედეგი აჩვენეს, ხოლო თავისუფალ პროგრამაში 102.01 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ქართველმა მოციგურავეებმა ორი პროგრამის ჯამში 165.26 ქულა დააგროვეს. ამ შედეგით, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს: ელიზავეტა ხუდაიბერდიევასა და ანდრეი ფილატოვს ჩამორჩნენ. მარია კაზაკოვა და გიორგი რევია სექტემბრის ბოლოს ზაგრების გრან-პრიზე იასპარეზებენ. სწორედ ამ შეჯიბრზე გაირკვევა ფინალის მონაწილეთა ვინაობა.

მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას გამოსვლა რიგაში

კომენტარები

ბოლო ამბები