Thumbnail

რუსული ოცნება: საბა კვერკველია სსრკ-ის თანამედროვე ნაკრებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსებმა ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების ფეხბურთელებისგან ნაკრები შეადგინეს
  • ნაკრებში 5 რუსი, 3 უკრაინელი და თითო ქართველი, სომეხი და უზბეკი მოთამაშეა

რუსეთში საბჭოთა კავშირს ჯერ ისევ მისტირიან და ის ნაკრებიც ენატრებათ, რომელსაც მაისურაზე სსრკ ეწერა. სწორედ ამ ნოსტალგიის ფონზე, ახლახან mk.ru-ს სპორტულმა რედაქციამ ნაკრები შეადგინა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების წარმომადგენელი, მოქმედი ფეხბურთელებით დააკომპლექტა.

"სსრკ-ის თანამედროვე ნაკრებში" სხვებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გუნდისა და მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელი, საბა კვერკველიაც მოხვდა. 27 წლის ქართველი მისი ამპლუის მიხედვით, 11-ეულში ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაამწესეს.
  
"სოლომონმა სულ ესაა, ტრავმა მოირჩინა და ამჟამად ლოკომოტივის შემადგენლობაში მოხვედრას ელის, თუმცა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მან რკინიგზელთა გუნდში აჩვენა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. აბა, გუნდი ქართველის გარეშე როგორ იქნებოდა?", - წერს საიტი.

საბა კვერკველიას გაზაფხულზე მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია

აღსანიშნავია, რომ "სსრკ-ის თანამედროვე ნაკრები" სულ 5 რესპუბლიკის მოთამაშეებისგან დაკომპლექტდა - საბასთან ერთად  გუნდში 5 რუსი, 3 უკრაინელი და თითო სომეხი და უზბეკი ფეხბურთელია. ვირტუალური ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკია.

კომენტარები

ბოლო ამბები