Thumbnail
  • ზაგრებიდან 3 ოქრო და 1 ბრინჯაო მოდის
  • საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს სერიის ფინალური ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ფინალურ ეტაპზე 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დავით მარსაგიშვილის (90 კგ) გამარჯვება ზაგრებში მსოფლიოს სერიის ფინალურ ეტაპზე

დავით მარსაგიშვილის (90 კგ) გამარჯვება ზაგრებში მსოფლიოს სერიის ფინალურ ეტაპზე ქვიშის ჭიდაობაში

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 08 სექტემბერი, 2019

მსოფლიოს ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ.), დავით ხუციშვილი (80 კგ.) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი მამუკა კორძაია (+90 კგ.) დაეუფლა. შედეგად, ქართველებმა გუნდურ ჩათვლაში 90 ქულა მოაგროვეს და პირველობა არავის დაუთმეს.

ზაგრები მსოფლიო სერიის ფინალური ეტაპი ქვიშის ჭიდაობა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 08 სექტემბერი, 2019

ვთქვათ ისიც, რომ მარსაგიშვილმა საჩემპიონო გზაზე ბერძენი სამარციდისი (3:1), ხორვატი ანდრეიჩი (5:1) და სერბი დერმანოვიჩი (3:0) დაამარცხა, ხუციშვილმა ბერძენ კოლოუციდისს, სერბს ნიკოლიჩს და სლოვენიელ ტრბულინს ერთნაირი ანგარიშით (3:0) სძლია, ხოლო ქელეხსაშვილმა ასევე 3:0 სერბ დუკანოვიჩი, უკრაინელი იეშენკო და ამერიკელ პეტერსი დაჯაბნა, ფინალში კი უკრაინელ რადულოვს 4:2 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები