Thumbnail

ჰაკუჰომ თითი მოიტეხა - შემოდგომის ბაშო იოკოძუნას გარეშე დარჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჰაკუჰო იმპერატორის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა
  • შეჯიბრს ერთადერთი დიდი ჩემპიონი შემორჩა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირს ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი გამოაკლდა. მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ტრავმირებულია და აკი ბაშოზე მორიგი ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს.

“თეთრმა ფენიქსმა” თითი ჯერ კიდევ გასულ – ნაგოიას ტურნირზე დაიშავა, თუმცა, იმედი ჰქონდა, რომ ასპარეზობას მაინც შესძლებდა. მონღოლი ლეგენდა გუშინ პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან დამარცხდა, დღეს კი, დოჰიოზე საერთოდ ვერ გავიდა.

იოკოძუნამ ტრავმა აკი ბაშოს პირველივე დღეს გაიმიზეზა

ჰაკუჰოს ოიაკატა მიიაგინოს განცხადებით, დიდი ჩემპიონი მეტოქის მავაშის ხელში მოგდებას ვერ ახერხებს, რასაც მისი შანსები მინიმუმამდე დაჰყავს. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, მონღოლ იოკოძუნას, რომელსაც უკვე იაპონიის მოქალაქეობაც გააჩნია, თითი მოტეხილი უნდა ჰქონდეს.

დღეს, ჰაკუჰოს მოწინააღმდეგე კომუსუბი აბის გამარჯვება უბრძოლველად ერგო, აკი ბაშოს უმთავრეს ფავორიტად კი მეორე მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ იქცა. 2 დღის თავზე მას მაქსიმალური შედეგი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები