Thumbnail

ბორჯღალოსნები იაპონიაში ჩაფრინდნენ - უელსთან მატჩამდე 14 დღეა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნები პირველ მატჩს მსოფლიო თასზე 23 სექტემბერს გამართავენ
  • მამუკა გორგოძე იაპონიაში ნაკრებთან ერთადაა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიაში ჩაფრინდა. მილტონ ჰეიგის გუნდს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი იაპონიაში, თემურ ლეჟავა და საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

აეროპორტში საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ბანერი იდგა, რომელზეც შერკინების დროს გამამხნევებელი სიტყვა ''მიაწვა'' ეწერა.

こんにちは日本 #ბრძოლაშიბედნიერნი ბორჯღალოსნები იაპონიაში ჩავიდნენ 🇯🇵 🇬🇪 ნაკრებს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო...

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 09 სექტემბერი, 2019

''ბორჯღალოსნებმა'' ერთობლივი ფოტოც გადაიღეს, სადაც ნაკრებში დაბრუნებული მამუკა გორგოძეც ჩანს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასს 23 სექტემბერს უელსის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. მსოფლიო თასის პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები