Thumbnail
  • ლოკომოტივის გენერალურმა დირექტორმა 18 წლის ქართველზე ილაპარაკა
  • მოსკოვურ კლუბში აღიარებენ, რომ ხვიჩას წასვლა, მათთვის მწარე გაკვეთილია

მოსკოვის ლოკომოტივის გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ, კლუბიდან ამ ზაფხულს წასულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 18 წლის ფეხბურთელი, რომელმაც წინა სეზონის მეორე ნახევარი ლოკომოტივში გაატარა და კონტრაქტიც უნდა გაეფორმებინა, მოულოდნელად, კლუბი დატოვა და ყაზანის რუბინში გადავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლოკომოტივში იჯარით ექვსი თვე გაატარა

დღეს კიკნაძე ნანობს, რომ ნიჭიერი ქართველი გარემარბის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

"ხვიჩა კლუბში თავს კარგად გრძნობდა და ამაში ეჭვიც არ მეპარება. ვერ ვიტყვი, რომ გასულ სეზონში ჩატარებულმა მისმა შვიდმა მატჩმა დამარწმუნა, რომ საქმე კლუბის მომავალთან მქონდა. ეს საკმარისი არ იყო, ხანგრძლივი კონტრაქტის გასაფორმებლად. მას შეთანხმებას 1+3 სისტემით ვთავაზობდით. ჩემი პრეტენზია მისი აგენტის მიმართ ისაა, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ერთი თვით ადრე პირობებზე შეთანხმებული ვიყავით, რომლის თანახმად, ხვიჩა ლოკოში უნდა დარჩენილიყო.

ხვიჩამ თავის ყოფილ გუნდს ჩემპიონატის პირველსავე ტურში გაუტანა

ამ ისტორიაში პრეტენზია საკუთარ თავთანაც მაქვს. არასაკმარისად სწრაფად ვმოქმედებდით შეთანხმების ფორმალური მხარის მოსაგვარებლად. საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრამდე სამი დღით ადრე გამოჩნდა რუბინი. მივიღეთ წინადადება, რომელიც არ შეესაბამებოდა იმას, რაზეც მოლაპარაკებული თავიდან ვიყავით. უარი ვთქვი და ხვიჩაც წავიდა. ეს მწარე, მაგრამ კარგი გაკვეთილია.

მეტი ამ თემაზეხვიჩას არსენალი აკვირდება, ზურიკოს - გენტი და გერმანული კლუბები

ხვიჩას გულით ვუსურვებ წარმატებას, მის მიმართ ძალია კარგი დამოკიდებულება მაქვს და იმედია, ყველაფერი გამოუვა. რაც შეეხება მის წასვლას, დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი", - ამბობს კიკნაძე championat.com-თან.

საქართველოს ნაკრებში ხვიჩას დებიუტი გიბრალტართან მატჩში შედგა

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ივნისში ჰქონდა, ყაზანის რუბინის შემადგენლობაში რუსეთის პრემიერლიგის 7 მატჩში ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ისიც ყოფილ გუნდთან, მოსკოვის ლოკომოტივთან.

კომენტარები

ბოლო ამბები