Thumbnail

კაისეი დამარცხებულია! გაგამარუს პირველი მოგება აკი ბაშოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მეორე დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • გაგამარუმ ბრაზილიელი კაისეის დამარცხება შეძლო

აკი ბაშოს მეორე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მერვე ნომერ კაისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით მოუგო.

ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 1:1-ზეა. მისი მომდევნო მეტოქე სოკოკურაი იქნება. ჯუღელმა  5 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები