Thumbnail

ბარსელონას მესი და სუარესი უბრუნდებიან - ვალენსიასთან ორივე ითამაშებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კატალონიელთა ტრავმირებულმა თავდამსხმელებმა რეაბილიტაცია დაასრულეს
  • სავარაუდოდ, არგენტინელი და ურუგვაელი ვალენსიასთან მატჩში ითამაშებენ

ბარსელონას თავდამსხმელები - ლიონელ მესი და ლუის სუარესი მზად არიან, ლა ლიგის მომავალი ტურის მატჩში ითამაშონ. კატალონიური გუნდი ჩემპიონატის მეოთხე ტურში შინ ვალენსიას მიიღებს.

ტრავმა ორივე თავდამსხმელმა საბოლოოდ მოირჩინა. არგენტინელი ვარსკვლავი ვარჯიშზე დაშავდა და ახალი სეზონის არცერთ მატჩში უთამაშია. რაც შეეხება ურუგვაელს, დაზიანება მან ბილბაოს ატლეტიკთან ლა ლიგის სასტარტო შეხვედრაში (0:1) მიიღო და მას შემდეგ ვეღარ თამაშობდა. 

ურუგვაელი და არგენტინელი ვალენსიასთან თამაშის მოლოდინში არიან

ესპანური მედია წერს, რომ მესიც და სუარესიც გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს 11 სექტემბრიდან დაიწყებენ. როგორც ირკვევა, ორივე ფეხბურთელი მზადაა, 14 სექტემბერს ვალენსიასთან გასამართი მატჩისთვის, თუმცა უცნობია, ძირითად შემადგენლობაში დააწყებინებს თუ არა მათ თამაშს ერნესტო ვალვერდე.

ბარსელონას კიდევ ერთი ტრავმირებულ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს, აღდგენისთვის კიდევ ერთი კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ დემბელემ დამატებითი სამედიცინო ტესტებიც უნდა გაიაროს.

ლა ლიგაში ჩატარებულ სამ მატჩში ბარსელონას თითო მოგება, ფრე და მარცხი აქვს. ვალვერდეს გუნდს  4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები