Thumbnail

იტალიამ და ესპანეთმა მოიგეს - რამოსმა რეკორდი დაამყარა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფინეთი 1:2 იტალია
  • ესპანეთი 4:0 ფარერები

იტალიამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ფინეთს სტუმრად 2:1 მოუგო და ჯგუფში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში ჩირო იმობილემ გახსნა, თუმცა ფინელთა შემტევმა და პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლის გამტანმა პუკიმ წონასწორობა თერთმეტმეტრიანით აღადგინა - 1:1.

იტალიამ თამაში მაინც მოიგო. ჟორჟინიომ ზუსტად 7 წუთში თერთმეტმეტრიანი გაიტანა და იტალიას მე-6 გამარჯვება მოუტანა. სკუადრა აძურა 18 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება.

ფინეთი 1:2 იტალია • სკუადრა აძურას ზედიზედ მეექვსე გამარჯვება

Posted by Silk Sport on კვირა, 08 სექტემბერი, 2019

ესპანეთის ნაკრებმა ხიხონში ფარერებს 4:0 მოუგო. როდრიგომ და პაკო ალკასერმა 2-2 გოლი გაიტანეს და ესპანეთის მე-6 გამარჯვება მოუტანეს. ესპანეთის ნაკრების მომდევნო მეტოქე შვედეთი იქნება.

ამ მატჩით სერხიო რამოსი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მან იკერ კასილიასს გადაასწრო. რამოსს უკვე 168 მატჩი დაუგროვდა. ფარერებთან ბილბაოს ატლეტიკოს მცველი უნაი ნუნიესის დებიუტიც შედგა.

კომენტარები

ბოლო ამბები