Thumbnail

შემადგენლობა ცნობილია – იანტბელიძის გუნდი ყაზახეთში ვარსკვლავებით მიდის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილიც იჭიდავებენ
  • საქართველოს ნაკრებს ნურ-სულთანში წარმომადგენელი ათივე წონაში ეყოლება

14-22 სექტემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემაც დაასახელა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
📷 საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ქართულ დელეგაციას წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება, მათ შორის კი ყველაზე ტიტულოვანნი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი არიან.

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი გახლავთ, ხოლო პეტრიაშვილს ზურგს ოლიმპიადაზე ბრინჯაო, მსოფლიოს 2 ოქრო და ევროპის ჩემპიონობა უმაგრებს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებთან ერთად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშება, რომელსაც თითოეული ოლიმპიური კატეგორიაში (57, 65, 74, 86, 97, 125 კგ.) 6 საუკეთესო ფალავანი მიიღებს.

57 კგ. – ოთარ გოგავა (ხონი)
61 კგ. – ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
65 კგ. – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
70 კგ. – ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
74 კგ. – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
79 კგ. – ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ. – სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
92 კგ. – ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ. – ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ. – გენო პეტრიაშვილი (გორი)

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირის განრიგი
19-20 სექტემბერი – 57, 65 კგ.
20-21 სექტემბერი – 70, 74, 92, 125 კგ.
21-22 სექტემბერი – 61, 79, 86, 97 კგ.

14-22 სექტემბერს, ყაზახეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა,...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 07 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები